გამოგვყევი სოციალურ ქსელებში

სიახლეები

ჰენრი კისინჯერის განცხადება უკრაინის ნეიტრალიტეტის შესახებ

მიხეილ ჟღენტი
379 ნახვა

23 მაისს «დავოსის» მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა და ნობელის პრემიის ლაურეანტმა – ჰენრი კისინჯერმა უკრაინის ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით განაცხადა: „იდეალური შედეგი იქნებოდა, რომ უკრაინა ნეიტრალური სახელმწიფო გამხდარიყო და ერთგვარი ხიდის როლი ეთამაშა რუსეთსა და ევროპას შორის“. ასევე, გამოცემა The National Interest-ის მიმომხილველის ინფორმაციით, შესაძლოა თურქეთს ხორვატია და უნგრეთიც შეუერთდეს და მათ დაბლოკონ NATO-ს სამომავლო გაფართოვება. იგულისხმება თურქეთის მიერ შვედეთისა და ფინეთის ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში შესაძლო გაწევრიანება.

სწორედ ამიტომაა ჩვენი ორგანიზაცია  ნეიტრალიტეტის მომხრე. ეს ჩვენი სუვერენიტეტის კონსტიტუციური გარანტიაა და ეკონომიკურ-პოლიტიკური კუთხით პრაგმატულ ხედვას წარმოადგენს.

მიგვაჩნია, რომ ზუსტად ეს გახლავთ მშვიდობის გარანტი, დიპლომატიის ხაზით სახელმწიფოს სუვერენიტეტის შენარჩუნების შესაძლებლობა და გარკვეული პოლიტიკური, თუ ეკონომიკური ბენეფიტის მიღება.

Facebook