გამოგვყევი სოციალურ ქსელებში

ისტორია

მოძრაობა „სოლიდარობა მშვიდობისთვის“  დაარსდა 2021 წლის 24 მარტს.

მოძრაობის იდეოლოგია ეფუძნება სოლიდარულ კონსერვატიზმს, რომლის მთავარი იდეური ვექტორებია – ეროვნული სუვერენიტეტი, მშვიდობა, უსაფრთხოება, ოჯახი, ადამიანი.

მოძრაობა განუდგება ისეთ ცალმხრივ მიდგომებს, როგორებიცაა: „ინდივიდი თუ ჯგუფი“, „ადამიანი თუ კოლექტივი“. ნაცვლად ამისა, ჩვენი მიზანია, ტრადიციული ღირებულებების – სოლიდარობის, ერთიანობის, ოჯახის – დაცვისთვის ზრუნვა იმგვარად, რომ მოხდეს ჰარმონიზება სახელმწიფოს ინტერესებისა და ცალკეული ადამიანის მისწრაფებებისა. ამ ჰარმონიზაციის ფუნდამენტად კი მივიჩნევთ ძლიერ ოჯახს, როგორც, ერთი მხრივ, სახელმწიფოს შემცირებულ მოდელს და, მეორე მხრივ, როგორც ცალკეული ადამიანის ჯანსაღი სოციალიზაციის ადგილს.

ჩვენი ხედვით, უნდა მოხდეს ეროვნული და სოციალური ინტერესების დაახლოება. ამის უცილობელ საფუძველად მივიჩნევთ ისეთი ეკონომიკური მოდელის შექმნას, რომელიც ჩაანაცვლებს იმპორტზე დამოკიდებულებას და გაზრდის ექსპორტს.

„პოლიტიკა განსაზღვრავს ეკონომიკას“ – ეს ორგანიზაციის მთავარი პოლიტიკური მამოძრავებელია. მივიჩნევთ, რომ ეროვნული, სუვერენისტული პოლიტიკა უნდა წარმართავდეს ეკონომიკურ საქმიანობას, იყენებდეს როგორც თავისუფალი ბაზრის საუკეთესო გამოცდილებებს, ისე რეგულაციისა და სელექციური პროტექციონიზმის პრაქტიკებს.

მიგვაჩნია, რომ სოლიდარული კონსერვატიზმის პრინციპის განვითარება და დამკვიდრება შესაძლებელია მხოლოდ ძლიერი, სუვერენული სახელმწიფოს საფუძველზე. ამგვარმა სახელმწიფომ, ერთის მხრივ, უნდა უზრუნველყოს განვითარების შესაძლებლობები ადამიანებისთვის, მისცეს მათ მაღალი ხარისხის განათლება და შესაბამისად, თვითრეალიზების საშუალება, ხოლო მეორე მხრივ, საერთო კულტურულ ნორმათა საფუძველზე, გააერთიანოს ისინი ეროვნული იდეის გარშემო ორგანიზებული სუვერენული სახელმწიფოს ირგვლივ. გამომდინარე ზემოთქმულისა, სახელმწიფოს მმართველობის უპირატეს მოდელად მიგვაჩნია ეროვნული დემოკრატია – სისტემა, რომელშიც ეროვნული სუვერენიტეტის გაუმჯობესების მეთოდებსა და სტრატეგიებზე მოპაექრე პოლიტიკური პარტიები თუ ადამიანები შეეცდებიან დაუმტკიცონ სხვებს, რომ არიან ღირსნი მართავდნენ სუვერენულ სახელმწიფოს.

მოძრაობა „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ აღიარებს გამოხატვის თავისუფლებას და, ამასთანავე, მიიჩნევს, რომ, გამოხატვის თავისუფლებასთან ერთად, მნიშვნელოვანია, გამოხატულის შინაარსი, რომელიც არ უნდა ახდენდეს საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას და სოლიდარობის ისეთი საფუძვლების რღვევას, როგორებიცაა ოჯახის ერთიანობისა და ეროვნული სუვერენიტეტის იდეები.

მოძრაობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება არის ახალგაზრდების გაერთიანება, სოლიდარული კონსერვატიზმის პოპულარიზაციისა და საზოგადოებაში სოციალური და კულტურული ოპტიმიზმის აღძვრის მიზნით! და ასევე,  მშვიდობიან და სამართლებრივ გარემოში თანაცხოვრება. ქვეყნის წინაშე მდგარი ეროვნული ამოცანების გადაწყვეტა წარმოუდგენელია უფროსი თაობების გარეშე! უფროსი თაობა, დაგროვილი ცოდნით და კომპეტენციით, უნდა იღებდეს აქტიურ მონაწილეობას ქვეყნის სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში!

მულტიმედია22 წთ-ის წინ

პ/გ “სოლიდარობა მშვიდობისთვის” ლიდერები რუსეთში

სიახლეები29 წთ-ის წინ

პ/გ-ის “სოლიდარობა მშვიდობისთვის” საერთაშორისო მდივან მამუკა ფიფიას კომენტარი – მიხეილ სააკაშვილსა და მის დასავლელ ლობისტებზესაინფორმაციო სააგენტო – “თვალსაზრისი”

მედია ჩვენ შესახებ38 წთ-ის წინ

“სოლიდარობის დრო” – დავით ახვლედიანთან ერთად

მულტიმედია44 წთ-ის წინ

”ახალი პარადიგმა” – თენგო ომანიძესთან ერთად

სიახლეები23 საათის-ის წინ

პ/გ-ის “სოლიდარობა მშვიდობისთვის” საერთაშორისო მდივან მამუკა ფიფიას ინტერვიუ საინფორმაციო სააგენტოსთვის “თვალსაზრისი” – რუსეთის ფედერაციაში მიმდინარე საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით

Facebook