გამოგვყევი სოციალურ ქსელებში

მულტიმედია

მამუკა ფიფია: საქართველო არ უნდა ერეოდეს რუს და უკრაინელ მოძმე ხალხა შორის კონფლიქტში!

solidaroba
114 ნახვა

2023 წლის ბოლოს რეგისტრირებული საქართველოს კონსერვატიული პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება, რომელიც ოქტომბერში გაიმართება. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ცნობილი ბიზნესმენი, ფილანტროპი, და საზოგადო მოღვაწე მამუკა ფიფია МИР-инфо-ს მთავარ რედაქტორ ოდისევს ფიფიას ესაუბრა იმასთან დაკავშირებით, თუ რა დღის წესრიგით წარსდგებიან პარტიული კანდიდატები ამომრჩეველთან:

– თქვენ აგირჩიეს ახალი პოლიტიკური პარტიის „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ საერთაშორისო მდივნად, რომელიც  რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გამყარებას ისახავს. თქვენმა პარტიამ უკვე დაიწყო რუსულ მხარესთან ურთიერთობის დამყარება?

„მე და ჩემმა მხარდამჭერებმა ბევრი რამ გავაკეთეთ ადრე სახალხო დიპლომატიის ფარგლებში და ახლაც იგივე სულისკვეთებით ვაგრძელებთ, მაგრამ ახლა უკვე – პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ წევრების სტატუსით. ჩვენ ვაგვარებთ როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე პოლიტიკურ საკითხებს. უპირველესად,  საქართველოს იმ მოქალაქეების ამნისტიაზე ვმუშაობთ, რომლებიც რუსეთში არალეგალურად იმყოფებიან და რომლებსაც სავიზო რეჟიმის გამარტივება არ შეეხოთ. ისეთებზეც ვზრუნავთ, ვინც ერთ დროს დეპორტირებულები იყვნენ და საქართველოდან რუსეთში ჩასვლის უფლება ხუთი წლით ჩამოერთვათ. ჩვენ მათ ამნისტიას მოვახდენთ. მოქალაქეთა კიდევ ერთი კატეგორიაა ის, რომელმაც დაარღვია რუსეთში ყოფნის 90-დღიანი ვადა. ჩვენ ვიღწვით მათ დასახმარებლად, ასევე საქართველოსა და რუსეთს შორის სავიზო რეჟიმის სრულად გაუქმებისთვის.

მამუკა ფიფია:

საქართველო არ უნდა ჩაერიოს რუსეთისა და უკრაინის მოძმე ხალხებს შორის კონფლიქტში, რაც შეეხება პოლიტიკურ საკითხებს, ჩვენ ყოველ კვირას ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს სათათბიროს ფორმატში სხვადასხვა პლატფორმაზე, სხვადასხვა შემადგენლობით, ვცდილობთ გავიგოთ, როგორ დავაახლოვოთ ჩვენი ხალხები, რათა რომელიმე მესამე ძალა კვლავ ჩვენ შორის ჩხუბის მიზეზი ვერ გახდეს.

ზოგადად, ჩვენ ვცდილობთ თავიდან ავიცილოთ არამეგობრული ნაბიჯები, რომელთა გადადგმას ცდილობენ საქართველოს მტრები, სერიოზული ბრძოლის პროცესში ვართ, არ ვაძლევთ მტერს მოახლოვების საშუალებას და იმედი გვაქვს, ყველაფერი კარგად იქნება.

ყველაფერს ჯერ ვერ ვიტყვი, მხოლოდ იმას გეტყვით, რომ, ჩვენ სხვადასხვა ფორმატში გვაქვს ურთიერთობა როგორც აფხაზებთან, ასევე ოსებთან და ზოგადად ვცდილობთ დიპლომატიური ურთიერთობების დალაგებას. მიგვაჩნია, რომ საქართველო ამ საკითხებს რუსეთის გარეშე ვერ გადაწყვეტს. მხოლოდ რუსეთს შეუძლია ერთდროულად ისაუბროს აფხაზებთან,  ოსებთან და ქართველებთან. სხვა პოლიტიკურ ძალებს ვერ ვხედავთ. ყოველთვის ასე იყო, ასეა და ასე იქნება.

 უკრაინაში რუსეთის სამხედრო ოპერაციის მეორე წლისთავთან დაკავშირებით,  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო მტკიცედ დგას უკრაინის მთავრობის მხარეს, რაც მჟღავნდება არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ძლიერი პოლიტიკური და ჰუმანიტარული თვალსაზრისითაც. იზიარებს თუ არა ქართველი ხალხი და თქვენი პარტია ამ პოზიციას?

– ვფიქრობ, მაინც ჯობს, ამ კონფლიქტთან დაკავშირებით სრულიად ნეიტრალური ვიყოთ. მე ასე ვფიქრობ და ამაში ჩვენი პარტიის მრავალი კოლეგა დარწმუნებულია. რა თქმა უნდა, ჩვენ წინააღმდეგი არ ვართ, თუ ქართველები კონფლიქტის ზონაში მყოფ ბავშვებს ტანსაცმელსა და საკვებს გაუგზავნიან. ოღონდ სხვას არაფერს, რადგან დღეს თუ არა ხვალ, უკრაინის სათავეში ამ ქვეყნის ნამდვილი პატრიოტები მოვლენ  და იკითხავენ – ქართველებო, რატომ ჩაერიეთ ჩვენს ძმათა შორის საქმეებში? დარწმუნებული ვარ, რომ ზელენსკი და მისი უცხოელი ბატონები ძალიან მალე დატოვებენ ქვეყანას და ასეთი კითხვა აუცილებლად დაისმება.

– იმავე კობახიძემ ბრიუსელიდან დაბრუნების შემდეგ განაცხადა, რომ უკანონოები არიან ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ საქართველოში და იღებენ უცხოურ დაფინანსებას. მაგრამ ქვეყანაში ბევრია ასეთი ორგანიზაცია, მიიღებს თუ არა ხელისუფლება მათ წინააღმდეგ სამართლებრივ ზომებს? თქვენი პარტია ხელს შეუწყობს კანონის უზენაესობას?

– გეთანხმებით, ამ თვალსაზრისით საქართველოში არის სრული ქაოსი, ქვეყანაში ორ ათასზე მეტი ასეთი ორგანიზაციაა და ძალიან უხვად ფინანსდებიან სხვადასხვა ქვეყნიდან. მე მჯერა, რომ ნებისმიერი თავმოყვარე სახელმწიფო, რომელიც მიისწრაფვის მდგრადი განვითარებისკენ, იძულებული იქნება მიიღოს კანონი უცხოური აგენტების შესახებ, რათა განახორციელოს გარკვეული კონტროლი ფულის ამ უწესრიგო შემოდინების წინააღმდეგ. დიახ, საქართველოს მოუწევს იქამდე მისვლა და ვფიქრობ, რომ ახალი პარლამენტი ძალიან სერიოზულად მოეკიდება ამ საკითხს. რასაკვირველია, ჯერ ავუხსნით ხალხს, რა არის ეს და რატომ არის საჭირო და, რამდენად საშიშია ამ კანონის გარეშე ყოფნა. ამ კანონის გარეშე ხომ, არც რუსეთს, არც ევროპას და, არც ამერიკას არსებობა არ შეუძლიათ.

წყარო: https://mir-info.com/careers/mamuka-pipija

Facebook