გამოგვყევი სოციალურ ქსელებში

მულტიმედია

ჩვენი ორგანიზაცია – „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ უერთდება ჩვენს სამამულო ომის ვეტერანებს და გამოხატავს მათ სრულ მხარდაჭერას!

მიხეილ ჟღენტი
364 ნახვა

9 მაისი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი თარიღია. ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს ოჯახი, რომელსაც მეორე მსოფლიო ომი არ შეეხო. სტატისტიკის თანახმად, მაშინ საქართველოში ცხოვრობდა 3,5 მილიონ ადამიანზე მეტი, ხოლო ომში გაიწვიეს 700 000-მდე ადამიანი. სხვადასხვა მონაცემებით, აქედან დაიღუპა 300 000-ზე მეტი მეომარი.
დღეს მიმდინარეობს ბრძოლა ე.წ სიმბოლიკების წინააღმდეგ. სხვადასხვა ჯგუფები ფიქრობენ, რომ თუკი 9 მაისს აღვნიშნავთ, ეს იქნება რუსული რბილი ძალის გამოვლინება. ამიტომ მოითხოვენ, რომ ეს დღე 8 მაისს აღვნიშნოთ. ისტორიული ფაქტი კი შემდეგია: ევროპაში გამარჯვების დღეს აღნიშნავენ 8 მაისს, რადგან როდესაც გერმანიამ კაპიტულაციას მოაწერა ხელი, იყო 1945 წლის 8 მაისის 23:01. ამ დროს მოსკოვში და, ასევე, საქართველოშიც უკვე 9 მაისი იყო. მთელი განსხვავება ამ ორ თარიღს შორის უბრალოდ საათობრივ და გეოგრაფიულ ფაქტორებშია.
სხვადასხვა ლიბერალური ჯგუფები, რომლებსაც უკვე აღარ ესმით საკუთარი ისტორია, სხვადასხვა ეგზალტირებული არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით ცდილობენ, ამ დღის აღნიშვნას შეუშალონ ხელი. ფაქტია, რომ ჩვენი ვეტერანებისთვის ეს დღე უმნიშვნელოვანესია და გამოხატავს ჩვენი გმირი წინაპრების გამარჯვებას კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბოროტებაზე – ნაციზმზე. ახლა კი მათი როლის დასაკნინებლად მიმდინარეობს ისტორიის გადაწერის უხეში მცდელობა. არადა, ვეტერანებს, რომლებიც თითზე ჩამოსათვლელი დაგვრჩა, ხელის გულზე უნდა ვატარებდეთ და ღირსეულად ვექცეოდეთ.
ჩვენი ორგანიზაცია – „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ უერთდება ჩვენს სამამულო ომის ვეტერანებს და გამოხატავს მათ სრულ მხარდაჭერას!
ჩვენ პატივს ვცემთ მათ ასაკსა და დამსახურებას, მადლობას ვუხდით და ვულოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს!

Facebook