გამოგვყევი სოციალურ ქსელებში

მულტიმედია

მერაბ ჭიქაშვილი: „ამისახელეთ ნებისმიერი ქვეყანა, სადაც პოლიციელის მიმართ, ოდნავ მაინც ზედმეტი ამოღებული სიტყვა, სადაც ეს ხდება ან მოხდება, არ არის დასჯადი?!”

solidaroba
154 ნახვა

მერაბ ჭიქაშვილი: „ხომ ამბობენ, რომ ევროპისკენ მივდივართო. ხომ ამბობენ, რომ ზე-ევროპელები არიან. ხომ ამბობენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და დემოკრატიაო. დამისახელეთ ნებისმიერი ევროპული სახელმწიფო, ქვეყანა თუნდაც, დაბალი დონის და აღმოსავლეთ ევროპა, სადაც ვინმე ბედავდეს ან გაბედავდეს იმას, რასაც ისინი აკეთებენ. დამისახელეთ ნებისმიერი ქვეყანა, სადაც პოლიციელის მიმართ, ოდნავ მაინც ზედმეტი ამოღებული სიტყვა, სადაც ეს ხდება ან მოხდება, არ არის დასჯადი?! ერთ მაგალითს გეტყვით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ფოტოგადაღება, რომ მოგინდეს პოზიტიურად, დადებითად, პოლიციელთან შეკითხვის და ნებართვის გარეშე, ექვემდებარები მის პირად სივრცეში და სამსახურებრივ მოვალეობაში შესვლას. თუ მისი სურვილი იქნება დაჯარიმდები კიდეც და საყვედურსაც მიიღებ. მე თქვენ გეკითხებით – ვინ არის ევროპელი დღეს? – „შეცვალე“? ვინ არის ევროპული ღირებულებების დღეს? – „დროა“? ვინ არის ევროპული ღირებულებების? – ლაკა ხოშტარია? რომელიც საღებავს ასხამს პოლიციელებს? სულ რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, პოლიციელის მანქანაზე ხტება და შეფერხებას უწყობს. ლაკა ხოშტარია არის ევროპული ღირებულებების და ეს ხდება ევროპაში?“

Facebook