გამოგვყევი სოციალურ ქსელებში

სიახლეები

მიხეილ ჟღენტი: ჩვენ უნდა შევთანხმდეთ ერთ რამეზე _ დასავლეთი უნდა გავაძევოთ საქართველოდან. ეს სასიცოცხლო მნიშვნელობის მოცემულობაა

solidaroba
104 ნახვა

27 სექტემბერს 30 წელიწადი გავიდა მას შემდეგრაც მტერმა დედასამშობლოს მოსწყვიტა აფხაზეთისოხუმის დაცემის დღე ერთნაირი ვაივიშით აღნიშნეს ხელისუფლებამ და ოპოზიციამუამრავი აზრი ისმოდა აფხაზეთის დაკარგვის შესახებმაგრამ ყველა ურაპატრიოტიზმით იყო განმსჭვალული. 30 წლის განმავლობაში არაფერი შეცვლილაურაპატრიოტიზმი კვლავ აქტუალურია და საქართველო კვლავ ომის საფრთხის წინაშე დგას

სად მიგვიყვანს ე.წ. პოლიტიკოსების რიტორიკა, რომ რუსეთი ოკუპანტია?  გზა, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ აირჩია, მიდის კი აფხაზეთამდე და სამაჩაბლომდე? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება მოძრაობის “სოლიდარობა მშვიდობისათვის” წევრი მიხეილ ჟღენტი:

_ აფხაზეთის კონფლიქტი 60-იანი წლებიდან მზადდებიდა. ეს გეგმა ხრუშჩოვის დროს დაიწერა. უფრო დიდი ღალატი და კოლექტიური დასავლეთის დავალების შესრულების მაგალითი, რომელიც 1992 წლის 14 აგვისტოს უძღოდა წინ, საქართველოს ბოლო 30-წლიან ისტორიაში არ არსებობს. ეს იყო წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია, რომელიც აშშ-ისა და ლიბერალების “ოქროს აგენტმა” შევარდნაძემ მოაწყო. ეს იყო ომი, რომელიც უნდა წაეგო საქართველოს და შედეგად დაკარგულიყო აფხაზეთი. შემიძლია საათობით ვისაუბრო ამაზე, რადგან თვითმხილველი ვარ ამ ღალატის, მაგრამ მონაწილე არა…

დავიწყოთ თავიდან. რატომ დაავალეს შევარდნაძეს ეს ყველაფერი? დღეს ყველასთვის ნათელია, რომ სსრკ-ის დაშლის შემდეგ ბოლო მიზანი იყო რუსეთის დაშლა. სამიზნეში იყო ამოღებული ირანიც, რომელიც მალე მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთი ცენტრი გახდება.

1992 წლის 25 მაისს თბილისს ეწვია აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერი. იგი ამ თანამდებობას იკავებდა 1989-92 წლებში. ეს ის პერიოდია, როდესაც გაფორმდა სსრკ-ის ჩაბარება აშშ-ისთვის. მოკლედ, ეს ბატონი ჩამობრძანდა 25 მაისს და სწორედ მაშინ გადაწყდა აფხაზეთის ბედი. ორ თვე-ნახევარში დაიწყო ყოვლად გაუმართლებელი და წინასწარ წაგებული ომი. ეს იყო აშშ-ის  დავალება, რომელიც ელცინთან ერთად შეასრულა შევარდნაძემ. ამის ორი მიზეზი იყო:

1. რუსეთისთვის სამხრეთ კავკასიის მოწყვეტა;

2. სარკინიგზო მიმოსვლის ჩაკეტვა ირანთან.

შეიძლებოდა თუ არა ამის თავიდან აცილება? არა! ეს იყო გეგმა, რომელიც შეასრულა შევარდნაძემ. ამაზე უარი რომ ეთქვა, რა მოხდებოდა? _ როგორც დაიბომბა იუგოსლავიაასევე დაიბომბებოდა თბილისი… აფხაზეთი და რკინიგზა უნდა დაეკარგა საქართველოს. ვინ დაზარალდა ამ ომით? რუსეთი. მან დაკარგა რკინიგზა _ გასასვლელი სომხეთსა და ირანზე. ჩვენ დავკარგეთ ტერიტორია და 300 000 ქართველი ლტოლვილად იქცა, აფხაზეთი დაინგრა. ვინ დარჩა მოგებული? _ აშშ.

ურაპატრიოტიზმი _ ეს არის სარკომა, რომელიც 34 წელი ღრღნის საქართველოს. ეს არის არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ მორალურ-მენტალური სარკომა. მე ექიმი არ ვარ, მაგრამ ვშიშობ, საქმე გვაქვს  შიზოფრენიასთან, რომელსაც 1989 წლიდან დღემდე ვუყურებთ.

დღეს ურაპატრიოტები ამბობენმეორე ფრონტი ილჰამ ალიევმა გახსნა და დაასრულა კიდეცგამარჯვებული გამოვიდაო…  ეს კარგი მაგალითია ჩვენთვისარის მსგავსება საქართველოსა და აზერბაიჯანის პრობლემებს შორის?

_ როგორ შეიძლება საქართველოსა და აზერბაიჯანის შედარება?! ჩვენ ვერ გავერკვიეთ, რა გვინდა. 32 წელიწადი მასხარაობაში, ქვეყნის ძარცვასა და ილუზიებში გავატარეთ. აზერბაიჯანი თანმიმდევრულად მიდიოდა ამ გამარჯვებისკენ. მან მოახერხა რუსეთსა და დასავლეთთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნება. თურქეთი იყო და არის ამ ურთიერთობის ხიდი.  არის ინფორმაცია, რომ ალიევმა რუსეთის ხელისუფლებას  ორი სამხედრო ბაზის გახსნა შესთავაზა. მოდი, ასე ვთქვათ: 1991 წლიდან  თურქეთი იყო აშშ-ის ინტერესების გამტარებელი პოსტსაბჭოთა  რესპუბლიკებში, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა.

2002 წელს “რუსეთ-საქართველოს მეგობრობის კავშირის” დელეგაცია რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე  ჟირინოვსკის შეხვდა. მან პირდაპირ გვითხრა: “თქვენ ფიქრობთრომ საბოლოოდ აშშ მოვა თქვენთანარათურქეთი მოვა აშშის ინტერესებით”…

თურქებმა ყველაფერი გააკეთეს, ბაქოს რომ გაემარჯვა. ამას დაემატა სომხეთის მოღალატე ლიდერის გაუგონარი საქციელი. აი, სად უნდოდათ მეორე ფრონტი. ფაშინიანს გაამწვავებინეს ვითარება და მერე რუსეთს მიადგა, დაგვეხმარეო.  რუსეთი რომ ჩართულიყო ამ კონფლიქტში, კავკასიაში დიდი ომი დაიწყებოდა. მოსკოვმა კარგი რამ შესთავაზა ერევანს  მთიანი ყარაბაღის  უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, იქ მოსახლეობის შესანარჩუნებლად და ა.შ., მაგრამ ფაშინიანის ამოცანა ეს არ იყო. ახლა იწყება მეორე ეტაპი _ უნდა აიძულონ რუსეთი, დატოვოს გიუმრის სამხედრო ბაზა. არ გამოვიდა ომი, უნდა მოხდეს რუსეთის განდევნა. სომხეთი მეორე გაუბედურებული ქვეყანაა რეგიონში უკრაინის შემდეგ. ჯერი ჩვენზეა. ერთი არასწორი ნაბიჯი და ყველაფერი კატასტროფით დასრულდება _ დაიშლება ქვეყანა და სრული დეცენტრალიზაცია მოხდება. საქართველოს რეგიონებს პირდაპირ მიიერთებენ მეზობლები. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ ერთ რამეზე _ დასავლეთი უნდა გავაძევოთ აქედან. ეს სასიცოცხლო მნიშვნელობის  მოცემულობაა. სომხებმა იმ ხელს უკბინეს, რომელიც 31 წლის განმავლობაში კვებავდა, და მიიღეს ისეთი სილა, რომელიც  დიდხანს დაამახსოვრდებათ.

გლობალური პოლიტიკა იცვლებამსოფლიოს გადანაწილება გრძელდებასაუბრობენრომ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნების შანსი გვაქვსრეალურია ეს შანსირა უნდა გავაკეთოთ ამისთვის და რა გააკეთეს ჩვენმა მთავრობებმა დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად ბოლო 30 წლის განმავლობაში?

_ მსოფლიო პოლიტიკა რომ იცვლება, ამას მხოლოდ ჩვენი დაბრმავებული და დაყრუებული ოპოზიცია ვერ ხვდება. კი ხვდებიან, მაგრამ ამის აღიარება მათი პოლიტიკური დასასრულის ტოლფასია. ამასთან შეგუება არც თვითონ სურთ და არც პატრონები აძლევენ ნებას. ის ფული, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში უხდიან, უნდა გამოიმუშაონ და მერე თუნდაც ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა… ამის მაგალითია უკრაინა, რომელშიც ფაშიზმი ყვავის.

21-ე საუკუნის ფაშიზმი დემოკრატიის საფარქვეშ დაიბადა. ეს მოხდა  ქვეყანაში, სადაც გერმანულმა ფაშიზმმა არნახული კვალი დატოვა. დღეს უკრაინული ფაშიზმის მაცოცხლებელი წყარო არის დასავლეთის დიდძალი ფული. მიუხედავად ევროპაში არსებული ეკონომიკური კრიზისისა, ის საკუთარი მოსახლეობის ხარჯზე აფინანსებს უკრაინულ ფაშიზმს.

ფაშიზმის გამოვლინებებია ბალტიისპირეთის ქვეყნებში, აღმოსავლეთ ევროპაში და, თუ ასე გაგრძელდება, საქართველოც აღმოჩნდება ამ უბედურების ქვეშ.

აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემა რომ გადაწყდეს, ჯერ საჭიროა ღრმა და ობიექტური ანალიზი _ რა მოხდა და რატომ. ერთ რამეში ღრმად ვარ დარწმუნებული: სანამ აშშ იქნება ჩვენი დირექტორიეს პრობლემა ვერ დაიძვრება ადგილიდან, მის მოგვარებაზე ზედმეტია საუბარი. დრო ჩვენ წინააღმდეგ მუშაობს და, რაც უფრო დავაგვიანებთ, მით მეტად გაგვიჭირდება ამ პრობლემის მოგვარება.

სიმართლის თქმა არავის სურს _ არავის უნდა თქმარომ აფხაზეთი და სამაჩაბლო აშშის ბრძანებით დაიკარგარაც შეეხება რუსეთს, ის შენზე მეტი ქართველი ვერ იქნება და არც იქნება. ეს სომხეთის მაგალითზე დავინახეთ. თუ ჩვენ არ მოვინდომებთ პრობლემის გადაჭრას, რუსეთს ეს საერთოდ არ აღელვებს… პირდაპირი დიალოგი რუსეთთან კი ბევრ პრობლემას მოგვაგვარებინებს, მაგრამ, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, უკვე ისეთი პირობებია მათი მხრიდან, რომლებზეც ხელისუფლება ვერ დათანხმდება. 15-20 წლის წინათ სხვა მოცემულობა იყო, ახლა სხვაა… მოცემულობას რომ ვამბობ, ორ მიმართულებას ვგულისხმობ: პირველი _ აშშ და დასავლეთი სუსტდებიან, მაგრამ რეგიონში, მათ შორის აფხაზეთში, ძლიერდება თურქული გავლენა, რომელიც აფხაზებს მეტ თვითდაჯერებულობას აძლევს, ამიტომაც ვამბობ, დროს ვკარგავთ-მეთქი… მიუხედავად ყველაფრისა, მჯერა, რომ აფხაზეთის საკითხი აუცილებლად მოგვარდება, მაგრამ ამისთვის ქართული პოლიტიკური სპექტრის 90 %-ით შეცვლაა საჭირო!

 _ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევმა რამდენიმე კვირის წინათ ქართული მხარე მოლაპარაკების მაგიდასთან მიიწვია. მის ტონსა და საუბარში მუქარაც გაისმა, რუსეთთან აფხაზეთის შეერთებით დაგვემუქრა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას შემხვედრი ნაბიჯი არ გადაუდგამს…

_ მოდი, ვითარებას რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე შევხედოთ. რუსეთი უკვე ყველა ქვეყანას სთხოვს, ჩამოყალიბდეს. დრო, აქაც მე ვარ, იქაც მე ვარ, დასრულდა. აფრიკის, აზიისა და  ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები უკვე დაუფარავად აცხადებენ რუსეთთან თანამშრომლობაზე მზადყოფნას. საქართველოში, სამწუხაროდ, ვერ გაიგეს, რომ მსოფლიო 2022 წლის 24 თებერვლიდან სხვაგვარია და არასოდეს დაბრუნდება იმ მდგომარეობაში, რომელშიც იყო. როდესაც ჩვენი ოპოზიცია და ხელისუფლება ვერ აცნობიერებენ ახალ რეალობას და  კვლავ ერთპოლუსიანი პოლიტიკის იმედზე არიან, კეთდება ისეთი განცხადებები, როგორიც მედვედევის იყო.

 რუსეთს არ სჭირდება მხოლოდ აფხაზეთი და სამაჩაბლო, მას საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობები სურს. რუსეთს უნდა, რომ საქართველოდან საფრთხე არ ემუქრებოდეს. აქ სტაბილური ხელისუფლება უნდა და არა პრორუსული. სამწუხაროა, რომ ქვეყნის ინტერესების გატარება პრორუსობად ინათლება. ამ კუთხით 2024 წელი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა პარლამენტში ის ძალა შევიდეს, რომელიც კონსტიტუციიდან ამოიღებს სამარცხვინო ჩანაწერს ნატოსკენ სწრაფვის შესახებ და პრიორიტეტად ქვეყნის ინტერესებს დასახავს. ჩვენი ინტერესი კი არის ახალ პოლიტიკურ-ეკონომიკურ გართიანებებთან მჭიდრო კავშირი. ქვეყანა უნდა გამოვიდეს 32-წლიანი კოლონიური მმართველობიდან. საქართველო არის კოლონია და, სანამ მხოლოდ ტერიტორიად ქცეულა, გონს მოვეგოთ!

საქართველოს პრემიერი ღარიბაშვილი რამდენიმე დღის წინათ გაეროს სამიტზე სიტყვით გამოვიდამან ასეთი რამ თქვა: ,,საქართველოსაფხაზეთსოსეთსუკრაინასა და სომხეთს ერთი მტერი ჰყავს”. ეს სიტყვებიასეთი მიდგომა საკითხისადმი  ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეში წაადგება საქართველოს?

_ არ ვიცი, ვინ იგულისხმა ბატონმა პრემიერმა. მან არ დაასახელა რუსეთი, მაგრამ, ალბათ, ბევრმა ასე გაიგო. მე დავეხმარები პრემიერს და პირდაპირ ვიტყვი, რომ ზემოჩამოთვლილ ქვეყნებსა და აფხაზეთ-სამაჩაბლოს მართლა ჰყავს ერთი დიდი და საშინელი მტერი, რომელიც 32 წელიწადი ანადგურებს ჩვენს ქვეყნებს. ეს არის კოლექტიური დასავლეთი თავისი სტრუქტურებით. ბოლო მაგალითია სომხეთი. ფაშინიანის სახით სომხეთს დაუსვეს ისეთი პრემიერი, რომელიც მთლიანად დასავლეთის ინტერესებს ემსახურება და შედეგიც აშკარაა. მტერი არის ის, ვინც  გიშლის შენი ინტერესების გატარებას, და არა ის, ვისთანაც თანამშრომლობა სარგებლიანია და წაადგება მოსახლეობის კეთილდღეობას.

პრემიერის განცხადებას, დარწმუნებული ვარ, დიდი გავლენა არ ექნება საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობაზე. აქედან მოსკოვში რომ არ ჩადიან, ეს უფრო დამაფიქრებელია, ვიდრე პრემიერის გამოსვლა.

ყველას გვახსოვს ვლადიმერ პუტინის განცხადება, როდესაც იგი საქართველოს ხელისუფლებისგან მადლობას ელოდებოდა ფრენების აღდგენისა და ვიზების გაუქმების გამო. მან დაახლოებით ასე თქვა: ,იქ ხომ არ გაგიჟდნენ?! რუსეთის პრეზიდენტი ელოდა მადლობას ხელისუფლებისგან და არა ჩვენგან, ვინც ვმონაწილეობდით მოლაპარაკებებში 7 დეკემბრიდან  15 მაისის ჩათვლით. 

რუსეთის პოლიტიკურ წრეებს საქართველოს მიმართ არ შეუცვლიათ განწყობა და თანამშრომლობის სურვილი. პოლიტიკოსთა და პოლიტოლოგთა  აზრით, საქართველო სწორ ნაბიჯებს დგამს რუსეთის მიმართ და ეს მისასალმებელია.

როდესაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა განაცხადასაქართველოს მთავრობასთან შევთანხმდით ფრენების აღდგენაზეოღარიბაშვილმა უმალვე უარყო ლავროვის სიტყვები

_ ლავროვის ეს განცხადება  მოსახლეობის ფართო ფენებზე უფრო იყო გათვლილი. ლავროვმა მიანიშნა დასავლეთს, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს საქართველოსთან და ამაში ცუდი არაფერია. ეს ყურის მიჩვევის მომენტია. უკვე დასამალი არ არის, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის  თანამშრომლობა გაზრდილია. დასავლეთს ყელში გაეჩხირა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის დათბობა. საქართველოს ხელისუფლება დასავლეთს უგზავნის სიგნალს, რომ მზადაა თანამშრომლობისთვის, მაგრამ იქიდან მხოლოდ თუთიყუშივით დაზეპირებული წინადადებებით გველაპარაკებიან _ “12 პუნქტი, სააკაშვილი, 12 პუნქტი, სააკაშვილი”…..  ის, რომ სააკაშვილი სისხლის სამართლის დამნაშავეა, არავის აღელვებს. “ის ძაღლიშვილია, მაგრამ ჩვენი ძაღლიშვილი” _ ამ პრინციპით მოქმედებენ, ამიტომ დასავლეთთან საბოდიშო და მოსარიდებელი არაფერი გვაქვს.

_ “რუსეთს უწევს იმასთან შეგუებარომ სამხრეთ კავკასიაში ვითარების ბატონპატრონი ვეღარ იქნება”, _ განაცხადა ერთერთმა პოლიტოლოგმაეს სიმართლეა?

_ 1918-22 წლის ქართული პრესა რომ აიღოთ და წერილები გადმობეჭდოთ, ვერავინ მიხვდება განსხვავებას. არავინ იცის, ხვალ რა მოხდება, მაგრამ ერთი რამ ცხადია: რუსეთი, როგორც ყოველთვის, დადგა სწრაფი არჩევანისა და ქმედებების წინაშე. მახსენდება სტალინის სიტყვები: ჩვენ დასავლეთს 50-100 წლით ჩამოვრჩებით და ეს მანძილი 10 წელიწადში უნდა დავძლიოთან გავაკეთებთ ამასან გაგვანადგურებენ”. ასეა დღესაც. დასავლეთმა რუსეთი გამოაფხიზლა. კიდევ 15-20 წელიწადი და რუსეთის ფეხზე წამოყენება შეუძლებელი იქნებოდა. ყოველთვის ასე იყო, უჩხიკინებდნენ, გააღვიძებდნენ დათვს და მერე ტიროდნენ. რუსეთი რეგიონიდან არ წავა, ის ყველაზე ცუდ განლაგებაშიც კი თავის ინტერესებს შეინარჩუნებს ახალი რეგიონული ორგანიზაციების ფორმატებში. რაც შეეხება რკინიგზის გახსნას, რომელიც რუსეთისთვისაც და ჩვენთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ეს იქნება პირველი ნიშანი, რომ რუსეთი აკონტროლებს კავკასიას. მოდი, ერთი წუთით დავუშვათ, რომ რუსეთი გავიდა რეგიონიდან, მერე ჩვენ სად მივდივართ: თურქეთის ვილაიეთი ვიქნებით თუ ჩრდილოეთ კავკასიელების ნადავლი? ან სომხეთი და აზერბაიჯანი არ დაიცავენ ეთნიკურად მონათესავე მოსახლეობას? ასე რომ, დიდი ბრძოლები გველის და მზად უნდა ვიყოთ.

ყურადღება უნდა გავამახვილო ნიკა გვარამიას განცხადებაზე პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ. იგი ამბობს, რომ უნდა დაამარცხოს რუსეთი საქართველოში, ანუ “ქართული ოცნება”, რომელიც, მისი აზრით, რუსეთის პოლიტიკის გამტარებელია.

მოდი, განვიხილოთ, როგორი რუსული მთავრობაა “ქართული ოცნება”. ეს არის პარტია, რომელმაც მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონი; ეს არის ხელისუფლება, რომელიც აღიარებს საქართველოს სწრაფვას ნატო-ევროკავშირისკენ და მცდელობაც არ ჰქონია, ეს სამარცხვინო ჩანაწერი ამოეღო კონსტიტუციიდან, უკრაინის დროშები ფრიალებს საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებისა და კერძო შენობებზე. არადა, უკრაინა დაუფარავად გვემუქრება დესტაბილიზაციით, სისხლისღვრითა და გადატრიალებით. გვარამიასა და მისი პატრონების აზრით, “ქართული ოცნება” რუსული მხოლოდ იმიტომაა, რომ ქვეყნისთვის სასიკეთო რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, რომლებიც ფრენების აღდგენასა და უვიზო რეჟიმის გაუქმებას გულისხმობს რუსეთის მხრიდან. არც ორგანიზაციას ,,სოლიდარობა მშვიდობისათვის” და არც მე არ დაგვიმალავს, რომ ეს იყო პრემიერმინისტრისა და მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგი ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში. ეს, ალბათ, ყველაზე გონივრული ნაბიჯები იყო, რომლებიც საგარეო კუთხით გადაუდგამს საქართველოს მმართველებს 1992 წლიდან. გამოდის, ნებისმიერი მცდელობა, ჩვენმა მოქალაქეებმა ამოისუნთქონ, აღიქმება, როგორც  რუსული და ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი.

გვარამიას პოლიტიკური განცხადება ნიშნავს ერთ რამეს, რაშიც, რა გასაკვირიც უნდა იყოს, ვეთანხმები. ეს არის  2024 წლის არჩევნების  სრულიად განსხვავებული ხედვა. ეს არჩევნები იქნება არა პარტიების პროგრამების ან თვალსაზრისების განხილვა, არამედ საქართველოს პოლიტიკური ვექტორის განსაზღვრა. ჩვენ ან ვრჩებით 32-წლიან ჭაობსა და ცრუ დაპირებებში, ან ვიწყებთ თანამშრომლობას ახალშექმნილ ორგანიზაციებთან, აღმოსვლეთის ქვეყნებთან და უარს ვამბობთ დამანგრეველ 32 წელიწადზე.

დასავლეთი მიდის, აღმოსავლეთი მოდის!

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

Facebook