გამოგვყევი სოციალურ ქსელებში

სიახლეები

მიხეილ ჟღენტი: დასრულდა ბლეფი – ევროკავშირი-ნატო!

solidaroba
116 ნახვა

2023 წლის 11-12 ივლისს ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში გაიმართა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტირომელზეც ნატოს წევრის სტატუსი შვედეთმა მოიპოვაუკრაინასრომელიც ომის ქარცეცხლშია გახვეულიგანუცხადესრომ რუსეთთან ომის მოგების შემთხვევაში მაპის გარეშე მისცემენ ნატოში გაწევრების უფლებასსაქართველოსთვის კი

ალიანსში შესასვლელად .მაპის მიღება სავალდებულო იქნება

რა მოხდა ნატოს სამიტზე და რა უნდა გავითვალისწინოთ ქართველებმა? _ ამ და  სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება ორგანიზაციის “სოლიდარობა მშვიდობისათვის” წევრი მიხეილ ჟღენტი:

_ სხვა დროს, ალბათ, ვიტყოდი, კრება დარჩა მხიარული-მეთქი, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ არის. ეს სამიტი საგანგაშო გზავნილებით დასრულდა. შეიძლება დაისვას შეკითხვა: ვისთვის? ყველასთვის, გარდა აშშ-ისა, თუმცა ასე ამერიკელები ფიქრობენ, თორემ მათთვისაც ძალიან სერიოზული შედეგები შეიძლება დადგეს.

ვილნიუსის სამიტზე საბოლოოდ დადასტურდა, რომ კოლექტიური დასავლეთი რუსეთის საბოლოო განადგურებამდე იბრძოლებს. უკვე უკან დასახევი გზა მოიჭრეს, პირველ რიგში, აშშ-მა. ამ ქვეყნის ეკონომიკა და საგარეო პოლიტიკა კრახის წინაშეა. ევროპის ძარცვა, რაზეც ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ, ვერ აღმოჩნდა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მაშველი რგოლი. აშშ მზადაა, მიაწოდოს იარაღი, ჩართოს დოლარის საბეჭდი მანქანა, მაგრამ შორს დაიჭიროს თავი. აშშ-ს ნაკლებად ადარდებს, ევროპის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს თუ გამოიყენებენ. ამერიკელები ხომ ,,გუბის” იქით არიან?! ევროპა კი განწირული ჰყავთ.

არის კიდევ ერთი მომენტი, რომელიც, როგორც ადრე აღვნიშნეთ, დამშვიდების საშუალებას აძლევს აშშ-ს. ეს არის რუსეთში მისი გამოზრდილი მეხუთე კოლონა და რწმენა, რომ რუსეთი აშშ-ზე არ მიიტანს  ბირთვულ იერიშს, მაგრამ, თუ 6-9 თვის განმავლობაში რუსეთში შეიცვალა ვითარება და აშშ დარწმუნდა თავისი ტერიტორიების დაბომბვის რეალობაში, აი მაშინ აუცილებლად შეწყდება ეს ომი. ჯერჯერობით კი ამერიკას არ სჯერა წითელი ხაზების გადაკვეთის.

უკრაინას უთხრესთუ რუსეთთან ომს მოიგებთნატოს წევრობას მიიღებთოთუ რუსეთთან ომს მოიგებსრისთვის დასჭირდება უკრაინას ნატოს წევრობა?

_ სამიტზე ნატოს წევრად მიიღეს შვედეთი და ამით კიდევ უფრო დაძაბეს ურთიერთობა რუსეთთან. უკრაინა, როგორც ქვეყანა, ამ სამიტზე ჩამოწერეს; ჩანს, კიდევ ორი ევროპული ქვეყანა დაუდგება გვერდით _ პოლონეთი და რუმინეთი.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ: რუსეთს გამოუცხადეს ომი ბოლომდე განადგურებლად და ფიქრობენ, ის შეცდომა არ გაიმეორონ, რომელიც, მათი ჭკუით,  სსრკ დაშლის შემდეგ დაუშვეს (ვგულისხმობ, ბოლომდე რომ არ გაანადგურეს რუსეთის ფედერაცია, რაზეც ძალიან დარდობენ დასავლეთში).

რაც შეეხება საქართველოს, დღის წესრიგში ისევ რჩება დასავლელი დიპლომატების არნახული შეურაცხმყოფელი წნეხი და ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობა კოლექტიური დასავლეთისგან. ისინი არ მოისვენებენ და, სადამდეც გაუვათ, იქამდე შეეცდებიან ვითარების დაძაბვას. იმედს ვიტოვებ, რომ უკრაინის ტრაგედია მაგალითი იქნება ჩვენთვისაც.

კოლექტიური დასავლეთის ცინიზმს საზღვარი არ აქვს. ქვეყანას, რომელიც დაშალეს, მოსახლეობა გაუნახევრეს, ეკონომიკა ნულზე დაუყვანეს, ომში გამარჯვებას სთხოვენ. უკრაინა ძალიან ცუდი მაჩვენებელით ჩავიდა სამიტზე. ის დაჰპირდა თავის პატრონებს, რომ კონტრშეტევის შედეგად ლამის რუსეთის საზღვრებს მიადგებოდა. ზელენსკიმ დაინახა, რომ მის გამო აშშ არ იომებს; ასევე მიხვდა, რომ გამოიყენეს და ახლა, უკეთეს შემთხვევაში, მის ჩანაცვლებაზე იფიქრებენ. კასეტური  ბომბების მიწოდება და მათი გამოყენება კიდევ უფრო დაამძიმებს უკრაინის მდგომარეობას. ამ ფაქტმა ცხადყო, რომ დასავლეთს საბრძოლო მასალის დეფიციტი აქვს. ახლა გვაქვს მოცემულობა, რომ ბოლომდე გაწირეს 50-მილიონიანი ქვეყანა და მოსალოდნელია კიდევ უფრო მძიმე ვითარება _ პოლონეთსა და რუმინეთს ამზადებენ გასაწირად.

რაც შეეხება ნატოში შესვლას, ნატოში უკრაინის გაწევრება არასოდეს არავის უფიქრია. ეს სატყუარა დღესაც კარგად მუშაობს. საინტერესოა, როდის აეხილება თვალი უკრაინელ ხალხს. დასრულდა ბლეფი _ ევროკავშირი-ნატო!

საქართველოს რა რეკომენდაციები მისცესისევ დემოკრატიას გვიწუნებენ და აქ მოქმედი დესტრუქციული ძალები ამბობენრომ ევროპელები მართლები არიანრომ ჩვენთან პრორუსული პოლიტიკა ყვავის და ამიტომ არც ნატოში მიგვიღებენ და არც ევროკავშირში

_ საქართველოსთვის ნატო-კატო უკვე ანეკდოტის დონეზეა. სასაცილოა, როგორი გულუბრყვილოები აღმოვჩნდით ამ საერთაშორისო თაღლით-შულერების თამაშში. 32 წელიწადია, ქვეყანა ხელში ჩაუვარდათ საერთაშორისო თაღლითებს. ეს, ერთი მხრივ, კარგიც არის: რაც მეტს დაგვცინებენ, მით მალე აეხილება თვალი ჩვენი მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც კიდევ ილუზიებში ცხოვრობს. ახლა მთავარი ამოცანაა ქვეყნის დეკოლონიზაცია და იმ ახალ რეალობაზე მორგება, რომელიც აღმოსავლეთში ფირმირდება. მორჩა ევროკავშირი-ნატო აქ, მორჩა!

დასავლელი ელჩები ქართველებს ღია ტექსტით გვაგინებენ და შეურაცხგვყოფენ. მსგავსი აღვირახსნილი საქციელი არც მსმენია. ისღა დარჩაქალბატონმა დეგნანმა მოიმარჯვოს მოლოტოვის კოქტეილი და შეუტიოს პარლამენტის შენობასისე ნუ იზამენ ეს ელჩებირომ გაწვევისას ფეხის ანაბეჭდები ზურგზე ემჩნეოდეთ. არსებობს ამის მაგალითები; და კიდევ ერთი _ დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ პირდაპირი საუბარი სოხუმსა და ცხინვალთან. ჩვენ უნდა ვაღიაროთ ის შეცდომები, რომლებიც დავუშვით ოთხმოცდაათიან წლებში და რომლებმაც ქვეყნის დაშლა გამოიწვია.

ევროკავშირი აგრესიულია საქართველოს მიმართ… რა უნდა გავაკეთოთ?

_ პირველ რიგში, უნდა გავაანალიზოთ ჩვენი ისტორიის ბოლო 34 წელიწადი _  ვნახოთ, რას გვპირდებოდნენ და რა მივიღეთ; რა წაგვართვეს და რა მოგვცეს. თუ დიაგნოზი არ დაისვა, შეუძლებელია მკურნალობის დაწყება. არადა, ქვეყანას სერიოზული სამედიცინო ჩარევა სჭირდება. თუ ევროშიზოფრენია ქრონიკულში გადავა, დავიღუპებით.

კონკრეტულად რა გვაქვს უსწრაფესად გასაკეთებელი:

საბოლოოდ დეკლარირებულად უნდა ვთქვათ უარი ნატოსა და ევროკავშირზე;

დავიწყოთ პირდაპირი დიალოგი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე, მჭიდრო ეკონომიკური კავშირის დამყარებაზე;

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთის გახსნა, რომელიც საქართველოს ავტომატურად ჩართავს დიდ ახალ პროექტებში და ქვეყანას ევრაზიული პოლიტიკურ-ეკონომიკური თანამეგობრობის სრულუფლებიან წევრად აქცევს.

ამასთანავე, უნდა ვიფიქროთ “3+3” ფორმატზე და, რაც მთავარია, გონს მოვეგოთ. გვიპირებენ, უკრაინის ბედს გვაზიარონ და ეს ყოველდღე უნდა შევახსენოთ ერთმანეთს.

კმარა 33-წლიან ტყუილში ცხოვრება!

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

Facebook