გამოგვყევი სოციალურ ქსელებში

სიახლეები

პ/გ-ის “სოლიდარობა მშვიდობისთვის” საერთაშორისო მდივან მამუკა ფიფიას ინტერვიუ საინფორმაციო სააგენტოსთვის “თვალსაზრისი” – რუსეთის ფედერაციაში მიმდინარე საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით

solidaroba
50 ნახვა

კვირას, 17 მარტს, რუსეთის ფედერაციის მთელს ტერიტორიაზე საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. არჩევნებს საერთაშორისო დამკვირვებლის რანგში რამდენიმე ქართველიც აკვირდებოდა, მათ შორის არის პარტია “სოლიდარობა მშვიდობისთვის” საერთაშორისო მდივანი,

მამუკა ფიფია,

რომელმაც არჩევნების მსვლელობასთან დაკავშირებით “Мир-Инфо”-თან საუბარში თქვა:

– მე როგორც პარტია “ სოლიდარობა მშვიდობისთვის საერთაშორისო მდივანი” ჩემს კოლეგებთან ერთად დამპატიჟეს მოსკოვში საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებლის როლში.

პირველივე წუთებიდან ნათლად ჩანდა, რომ კომისიის სხვა წევრები გვხვდებოდნენ როგორც ძველ და კარგ მეგობრებს!

ყველაზე სასიამოვნო ჩემთვის იყო ის რომ მესმოდა ქართულ ენაზე სიტყვები : “მობრძანდით ! გენაცვალე!” …. ამით კიდევ ერთხელ დაგვიდასტურეს რომ ვართ ძმები!

უბნებზე ჩვენ გავატარეთ არაერთი საათი და უამრავი სამუშაოს განხორციელების შემდეგ, შემიძლია ხელი დავიდო გულზე და თამამად ვთქვა: რუსეთში 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდა საკმაოდ აქტიურად და ხალხის რაოდენობა იყო ძალიან მაღალი პირველივე დღიდან!

ქართველი დამკვირვებლების შესახებ ინფორმაცია რუსეთის ტელეარხებმაც გააშუქეს:

ბევრ უბანზე დავაფიქსირეთ მოქალაქეების რიგები, რომლებსაც სურდათ ხმის მიცემა! დისტანციურ ხმის მიცემაში ასევე დაფიქსირდა ამომრჩეველთა რეკორდული რაოდენობა!

რუსმა ამომრჩეველმა , არჩევნებში მიღებით კვლავ დააფიქსირა საკუთარი არჩევანი და სამოქალაქო პოზიცია, სამშობლოს დამცველთა რიგებში დგომა, კონსტიტუციის და თავისუფლების დაცვა!

ესაუბრა ზაზა დავითაია

წყარო: https://mir-info.com/careers/mamuka-pipija-2

Facebook