გამოგვყევი სოციალურ ქსელებში

სიახლეები

სახელმწიფოსაც და ნატა ფერაძესაც ორიგინალურ გამოსავალს ვთავაზობ! – მამუკა ფიფია

solidaroba
70 ნახვა

„იქამდეც მივედით, რომ ათეისტები და ღმერთს განდგომილები გვიწესებენ, რომელი და როგორი ხატი დავასვენოთ ტაძარში…

მეგონა, ჩვენი საპატრიარქო მკაცრად დაგმობდა, სამების ტაძარში წმიდა მატრონას ხატისთვის საღებავის შესხმის ვანდალურ ფაქტს. მაგრამ ჩვენი ეკლესია ფიზიკურად იმდენად დაუცველია სატანისტური ძალებისგან, რომ შეტევის ნაცვლად, საპატრიარქო თავის მართლების რეჟიმში გადავიდა და ხატის გადაკეთებაც კი შესთავაზა უცხოეთიდან დაფინანსებულ უღმერთოების ბრბოს, რომლებიც თავიანთი პატრონების შეკვეთას სანიმუშოდ ასრულებენ; საკმაოდ ორგანიზებულად და თანმიმდევრულად მოქმედებენ ქართველი საზოგადოების წინაშე ეროვნული ცნობიერების, ზნეობის და მართლმადიდებლური ეკლესიის მთავარი სიწმიდეების გაშარჟების მიზნით!“

 – ამ სიტყვებით დაიწყო ჩვენთან საუბარი პარტიის „სოლიდარობა მშვიდობისათვის“ საერთაშორისო მდივანმა, მოსკოვში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა,

მამუკა ფიფიამ:

– ფაქტია, რომ მათ მიმართ შემწყნარებლობის და მიმტევებლობის აქამდე არჩეულმა დამოკიდებულებამ მიზანს ვერ მიაღწია. მოლოდინის პოლიტიკამ არ გაამართლა, რომ შეინანებდნენ აგრესიულ დამოკიდებულებას, დემოკრატიის პრინციპების შესაბამისად მოსახლეობის უმრავლესობის უფლებებსაც გააცნობიერებდნენ, მათი სიწმიდეების მიმართ პატივისცემით განეწყობოდნენ, რაც დემოკრატიული და სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობის, ერთობლივი და მშვიდობიანი თანაცხოვრების საფუძველი გახდებოდა… აგრესიულმა უმცირესობამ აირჩია უმრავლესობისგან სრულად გამიჯვნის, უმრავლესობის პერმანენტული გამოწვევის და მისი მოთმინების გამოცდის სახიფათო გზა. უფრო სწორად, უმცირესობამ კი არ აირჩია, არამედ საზღვარგარეთელმა, დასავლელმა პატრონებმა მათ, როგორც თავიანთ რეზიდენტებს – ეს გზა განუსაზღვრეს და უმრავლესობასთან ყოველგვარი კომპრომისი აუკრძალეს!

 – ამით რას აღწევენ ლიბერალური ბანდების დასავლელი მენტორები? საქართველოს საბოლოოდ დამორჩილებას ლამობენ?

– დიახ, ამგვარი მეთოდებით ცდილობენ, ხერხემალში გადატეხონ, დაამარცხონ საქართველოს ეროვნულად და კონსერვატიულად განწყობილი მოსახლეობის შემეცნება. მე რუსეთში ვცხოვრობ და კარგად ვიცი, მარტო საქართველოში კი არა, დასავლური აგრესიული ცენტრები მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის, რუსეთშიც აგორებენ მსგავს ბინძურ კამპანიებს.

მაგალითად, 2012 წლის 3 მარტს უღმერთო და უზნეო ახალგაზრდა ქალების ჯგუფი, რომლებიც თავიანთ თავს Pussy Riot-ს უწოდებდნენ, მოსკოვის ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში შეიჭრნენ, სადაც უზნეო პერფორმანსი გამართეს. ძალოვნებმა ისინი დააკავეს და სასამართლომ რელიგური სიძულვილის გაღვივების მოტივით ხულიგნობის გამო 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა, საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Amnesty International-მა დაკავებულები სინდისის პატიმრებად აღიარა! 2012 წლის სექტემბერში მსჯავრდებულებმა პირველებმა მიიღეს ჯონ ლენონის მშვიდობის პრემია, რომელიც მათ გადაეცა, როგორც  „ადამიანის უფლებათა და მშვიდობის დამცველებს.“ 2012 წლის დეკემბერში, Pussy Riot-ის მსჯავრდებული წევრები ამერიკული საინფორმაციო პორტალი Business Insider-ის მიხედვით წლის ყველაზე შთამბეჭდავი ადამიანების სიაში მოხვდნენ.

აი, ასეთია რუსეთშიც და საქართველოშიც – მართლმადიდებელი ეკლესიის, სარწმუნოების და სიწმიდეების წინააღმდეგ ადგილობრივ უღმერთო და უზნეო რეზიდენტთა წაქეზების იდენტური სცენარი! ზუსტად ასე მოხდა საქართველოშიც და, არც ის არის შემთხვევითი, დასავლეთის რეზიდენტმა სამიზნედ ამჯერად სამების ეკლესიაში დასვენებული წმიდა მატრონა მოსკოველის ხატი რომ აირჩია! დასავლეთის რეაქციული ძალები ამ აქციით ერთდროულად, რამდენიმე კურდღელს კლავენ, რამდენიმე მესიჯს უგზავნიან საქართველოს ხელისუფლებას, მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველ ხალხს.

 – რა შინაარსის არის ეს მესიჯები?

  1. დასავლეთი ყველგან მანიპულატორად იყენებს მის მიერვე დატრენინგებულ და საგანგებოდ მომზადებულ, ზნეობრივად დეგრადირებული „უმცირესობების“ ჯგუფებს;
  2. დასავლეთი განაგრძობს რუსეთისგან „მტრის ხატის,“ აგრესორის, შეუბრალებელის, კაცთმოძულეს ძერწვის ჩვეულ ინერციას. ეს არის მისი საინფორმაციო (უფრო სწორად, სადეზინფორმაციო) ომის ნაწილი, რომელსაც იგი რუსეთის წინააღმდეგ ნამდვილი ომის პარალელურად აწარმოებს;
  3. დასავლური ტრენდით, მოვლენები შეგნებულად არის დამახინჯებული, მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში აპრობირებულ კანონს „რუსულს“ არქმევენ, წმიდა მატრონას ხატს „სტალინის ხატად“ ნათლავენ და ა.შ.
  4. დასავლეთიდან წარმოებულ დეზინფორმაციულ ომში განსაკუთრებული ადგილი უკავია მსოფლიო ისტორიაში ყველაზე გამოჩენილი მხედართმთავარის, ქართველი იოსებ სტალინის როლის გაბიაბურებას,         
  5. სტალინისას, რომელმაც მე-20 საუკუნის შავი ჭირის, ფაშიზმისგან იხსნა მსოფლიო, რომელიც რუს და ქართველ პატრიოტ საზოგადოებებს შორის დამაკავშირებელი ხიდია, რადგან ორივე ამ ერის პატრიოტები სტალინის ღვაწლს ჯეროვნად აღიქვამენ და აფასებენ. შესაბამისად, დასავლეთი ცდილობს, უპირველესად, ქართველ პატრიოტებს გაუყალბოს სტალინის რენომე და ამგვარად, რუს პატრიოტებთან დაახლოვების ობიექტური გზა გადაუკეტოს;
  6. ქართველ და რუს ჭეშმარიტ პატრიოტებს ერთმანეთთან უფრო ძლიერი ფენომენი – საერთო მართლმადიდებელი დედა-სარწმუნოებაც აკავშირებთ; ამიტომ, მტრის სამიზნე გახლავთ სარწმუნოებრივ იდეალებზე, სიწმიდეებზე, იმ წმიდანებზე და წმიდანთა ხატებზე შეტევა, რომელთაც ორივე ერი აღიარებს და ლოცულობს! ამჯერად, სწორედ ამიტომ ამოირჩიეს სამიზნედ წმიდა მატრონა მოსკოველის ხატი, რომლის ცხოვრების მხოლოდ ერთი ეპიზოდია საბჭოთა ჯარების მთავარსარდალთან, იოსებ სტალინთან შეხვედრა და მისთვის მიცემული რჩევა – ფაშისტური ურდოებისგან თავდაცვის მიზნით მოსკოვის გარშემო თვითმფრინავით შემოეტარებინათ ყაზანის ღვთისმშობლის წმიდა ხატი და იმავდროულად, მორწმუნეებისთვის სალოცავად გაეხსნათ ათასობით ეკლესიის კარი, რომელიც მოსახლეობას ათეისტურმა მთავრობამ თავის დროზე დაუკეტა. მომავალში წმიდანად აღიარებულ მატრონასთან სტალინის შეხვედრის შესახებ დიდი ხანია საუბრობენ რუსეთის როგორც საეკლესიო, ასევე საერო წრეებშიც და ეს შეხვედრა აქამდე არავის დაუყენებია კითხვის ნიშნის ქვეშ!
  7. თუნდაც, წმიდა მატრონას სტალინთან შეხვედრის ეპიზოდი შეთხზული იგავი იყოს, ხატზე ამ ეპიზოდის ფრაგმენტად აღბეჭდვა უფლებას არ აძლევთ იმ პირებს, ვინც თავს ეკლესიის გარეთ მოიაზრებს – ეკლესიაში შეიჭრას და თავისი შეხედულებები მორწმუნე მრევლს მოახვიოს! ამიტომ, ამ აქციის ორგანიზებით, დასავლეთი იტყობინება, რომ უკან არ დაიხევს, თუნდაც საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღიარებული ადამიანის საყოველთაო უფლებების თვალსაჩინო პუნქტების დარღვევა მოუწიოს; ფაქტობრივად, აგრესიული დასავლეთი იწყებს მის მიერვე დეკლარირებული ადამიანის საყოველთაო უფლებების გადასინჯვას, რომლის ერთერთი თვალსაჩინო პრინციპია ნებისმიერი ადამიანის დაცვა მისი აღმსარებლობის, სიწმინდეების შეურაცხყოფისა და ხელყოფისაგან! სხვათაშორის, ამ გარანტიას ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნის კონსტიტუციაც ითვალისწინებს!
  8. – სადამდე შეიძლება გაგრძელდეს ეს პოლიტიკა?
  9. – ჩვენ სამებაში ხატის შეურაცხყოფის ფაქტმა თვალსაჩინოდ დაგვანახა პრობლემა: საქართველოს კანონიც კი არ გააჩნია, რომ ასეთი ამაზრზენი საქციელის ჩამდენი – დანაშაულის პროპორციული სიმკაცრის სასჯელით დაისაჯოს! როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ უცხოეთიდან ორგანიზებულად მართული რეზიდენტული ჯგუფების სამხილებელი კანონის შემოღება დააპირეს, რაც, სხვათაშორის, თანამედროვე ამერიკული კანონმდებლობიდან გადმოწერეს – ის კანონი „რუსულ კანონად“ მონათლეს უცხოეთიდან მართულმა ფსევდოლიბერალებმა, პროექტის უკან გაწვევას მიაღწიეს და კანონიერად მხილების გარდაუვალი პერსპექტივა თავიდან ამგვარად აირიდეს! ფაქტია, იმ ფონზე, როდესაც დასავლეთის წინაშე „ანგარიშვალდებული“ საქართველოს ხელისუფლება იძულებული გახდა, ევროკავშირის დროშის მცხეთის მუნიციპალიტეტიდან ჩამოხსნის და დაწვის გამო პატრიოტი ლაშა შარუხია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიეცა და 6 წლიანი სასჯელით დამუქრებოდა, პარალელურად, სამართლებრივი ბერკეტი არ გააჩნია ხატის შეურაცხმყოფელი ნატა ფერაძის სათანადოდ დასასჯელად, რადგან თურმე ამ შემთხვევაში კანონი ყველაზე მაქსიმალურ სასჯელს – 500 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს! პარადოქსია! ერთის მხრივ, ევროკავშირის დროშის ღირებულება, რომელიც ლაშა შარუხიამ დაწვა, არ შეიძლება აღემატებოდეს 1000 ლარს (ადმინისტრაციული კანონი სწორედ ამ ზომის ჯარიმას ითვალისწინებს);
  10. მაგრამ, თუ შარუხიას სისხლის სამართლის ფარგლებში ასამართლებენ იმის გამო, რომ ევროკავშირის დროშა მიაჩნიათ „სულიერ ღირებულებად,” მაშინ, ამ ფონზე ვინ განსაზღვრა იმ ხატის მატერიალური ან სულიერი ღირებულება, რაც ნატა ფერაძემ შეურაცხყო?!
  11. ქართველმა მორწმუნეებმა ხომ, საქართველოს ისტორიის მსვლელობის განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცეს, რომ მათთვის წმიდა ხატებს მატერიალურ ფარგლებში გამოუთქმელი, თვით სიცოცხლეზე ძვირფასი ღირებულება გააჩნიათ?! რა გამოდის – დასავლეთი ნატა ფერაძის ხელით შეგვილახავს ყველაზე წმინდას და ძვირფასს; ხოლო ჩვენ ამ საქციელს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობასაც ვერ ვუპირისპირებთ, რადგან დასავლეთი ამას უმალვე, „გამოხატვის თავისუფლების“ შეზღუდვად მოგვინათლავს?!
  12.  – მაშ, რა ვიღონოთ? რა შეიძლება დავუპირისპიროთ დასავლეთის აგრესიულ მესიჯებს და ბრძოლის ტაქტიკას?
  13. – ერთადერთი ლეგიტიმური გზა არსებობს – ზრუნვა სათანადო სიმკაცრის კანონის მისაღებად! სახელმწიფომ, ნება უნდა იბოძოს და, მხოლოდ დასავლეთის პატრონაჟის ქვეშ მყოფ რეზიდენტულ ჯგუფებზე, თანამედროვე მეხუთე კოლონაზე კი არა, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობაზე, მართლმადიდებელი სარწმუნოების და სხვა ტრადიციული სარწმუნოების მიმდევრებზეც იზრუნოს, მორწმუნე საზოგადოება დააზღვიოს საზღვარგარეთიდან ორგანიზებული შეტევებისგან, რაც ადგილობრივ ათეისტურ რეზიდენტულ ჯგუფებზე დაყრდნობით მიმდინარეობს. სხვა შემთხვევაში, მოსახლეობას, რომელმაც სახელმწიფოს მფარველობას ვერ მიაღწია, მოუწევს საკუთარი უფლებები თავად დაიცვას და როცა მჩაგვრელებს კანონის ენით ვერ პასუხობს, მათ უმრავლესობისგან პროპორციული ფიზიკური ძალა შეაგებოს.
  14.  – მაგრამ საქართველოში არეულობის მოწყობა ხომ, დასავლეთს რა ხანია, სურს…
  15. – ასეა! მაგრამ ამ მდგომარეობასაც, როცა ყველა შეურაცხყოფის მორჩილად დათმენა გვიწევს – ლოგიკური საზღვარი აქვს. მე მაინც, მაქვს იმედი, რომ საქმე უღმერთო და უზნეო ბანდებთან ქართველი ერის ფიზიკურ დაპირისპირებამდე არ მივა. აქვე უნდ გითხრათ, რომ დასავლელი მენტორების გეგმა სწორედ ასეთ განვითარებას გულისხმობს. ისინი გამალებით ცდილობენ, ქართველი საზოგადოება უფრო მეტად ჩააყენონ თავის მართლების მდგომარეობაში და მთელი ძალისხმევა იქით აქვთ მიმართული, სარწმუნოების და სიწმიდეების ქომაგი საზოგადოება ბოლოსდაბოლოს, ფიზიკურ შეტევაზე გადავიდეს, რასაც შეიძლება რომელიმე უღმერთო კიდეც შეეწიროს. მეტსაც გეტყვით – დასავლელ მენტორებს შესაძლოა, ასეთი საკრალური მსხვერპლი წინასწარ უკვე შეგულებული ჰყავდეთ და ის სწორედ ნატა ფერაძე იყოს. ნატა ფერაძე ვერ ხვდება, რომ მისი სიკვდილი სწორედ დასავლელი მენტორების ინტერესშია. მაგრამ სახელმწიფოს ლიდერები ამას თუ ხვდებიან, ყველაფერი უნდა იღონონ, რათა ეს მსხვერპლი არ დაუშვან, რის შედეგადაც, დასავლელი მენტორები თავიანთი შეტევის მეორე, უფრო აგრესიულ ნაწილზე გადავლენ!
  16.  – და, რა ვქნათ, ნატა ფერაძის და მისი მსგავსი უტიფრების თავგასულობა უსასრულოდ ვითმინოთ? რა გამოსავალს გვთავაზობთ?
  17. – ორიგინალურ გამოსავალს ვთავაზობ სახელმწიფოსაც და ნატა ფერაძესაც. მზად ვარ, გარკვეული ვადით დავაფინანსო მისი ვიზიტი მოსკოვში. თავი მარტოდ რომ არ იგრძნოს, შეუძლია 1 თანამგზავრიც წამოიყვანოს. მოვატარებ მოსკოვის ტაძრებს, რომლებიც წმიდანის სახელთან არის დაკავშირებული. ვიზრუნებ, რომ ნეტარი მატრონა მოსკოველის შესახებ ნატას როგორც მღვდელმსახურებმა, ასევე ისტორიკოსებმა და მოსკოვის რიგითმა მოქალაქეებმაც მიაწოდონ ამომწურავი და ობიექტური ინფორმაცია; უამბონ წმიდანის ცხოვრების და მოღვაწეობის, იმ სასწაულების შესახებ, რომელიც გაოცებული, მაშინდელი ათეისტური საბჭოთა საზოგადოების წინაშე აღასრულა; მივაწოდოთ ინფორმაცია ნეტარი მატრონას მიერ განკურნებული ასობით მძიმე ავადმყოფის შესახებ, რაც მედიცინის ფარგლებს ცდება…
  18. თუ მას ოდნავ მაინც აქვს შემორჩენილი ალტერნატიული ინფორმაციის აღქმის უნარი, უთუოდ მიხვდება, რომ დამნაშავეა იმ საზოგადოების წინაშე, ვისაც ნეტარი მატრონას ხატი, როგორც სიწმინდე – შეუბღალა და შეულახა! მოსკოვიდან სულ სხვა ნატა ფერაძე დაბრუნდება თბილისში!
  19.  – არ მგონია, ასეთმა მოპყრობამ გაჭრას. არც Pussy Riot-ის ჯგუფი დათანხმდებოდა ასეთ წინადადებას.
  20. – დაე, ეს შეთავაზება მაინც გაჟღერდეს, როგორც მისი მტრული ნაბიჯების საპასუხოდ შემაგებებელი ქრისტიანული ლოიალობა! ამ შეთავაზების პარალელურად, მე მივესალმები კონსერვატიული საზოგადოების აქციებს, რაც დედაქალაქში მიმდინარეობს და, ხელისუფლების მიმართ აქციის მონაწილეთა მოწოდებებს, რომ მაქსიმალურად გამკაცრდეს სიწმიდეების შემლახველთა წინააღმდეგ კანონი, რათა ვერავინ გაბედოს მართლმადიდებელების სიწმიდეების ხელყოფა.
  21. ვფიქრობ, ძალიან ახლოა ჟამი, როცა ფსევდო და ნამდვილ ღირებულებებს შორის გადამწყვეტი ბრძოლა გაიმართება და დარწმუნებული ვარ, ეს ბრძოლა უფლის მიერ დადგენილი წესრიგის აღსრულებით დაგვირგვინდება; ყველა მართლმორწმუნეს, კეთილი ნების ყველა ადამიანს შვებას მოგვრის და ხანგრძლივი  უსამართლობით დათრგუნულ ღირსებას მთელი სიდიადით დაუბრუნებს!
  22.                    

Facebook