გამოგვყევი სოციალურ ქსელებში

სიახლეები

დღეს სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა

მიხეილ ჟღენტი
222 ნახვა

1993 წლის 27 სექტემბერი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია საქართველოს ისტორიაში. დღეს სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა. ამ ომში ქართველებმა და აფხაზებმა აუნაზღაურებელი დანაკარგი განვიცადეთ. ეს იყო ძმათამკვლელი ომი, უდიდესი მსხვერპლითა და ოკუპირებული ტერიტორიებით. დაუზუსტებელი მონაცემებით, ომში 10 000-ზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. აფხაზეთიდან დევნილი 300 000 ადამიანი კი უსახლკაროდ დარჩა.
ეს ყველასთვის მართლაც გაუნელებელი ტკივილია, რომელსაც სიმკვეთრე უფროდაუფრო ემატება.
თითოეული დაღუპულის ხსოვნის პატივსაცემად, ვიმედოვნებთ, რომ მათი თავგანწირვა იქნება ის ბიძგი, რომელიც ჩვენი დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას შეგვაძლებინებს. მშვიდობიანი გზებით ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინოთ.
დიდება გმირებს

Facebook