გამოგვყევი სოციალურ ქსელებში

სიახლეები

გერმანიის კანცლერს “ბევრი” რამ აქვს უკრაინისთვის, მაგრამ არა საბრძოლო ტანკები

მიხეილ ჟღენტი
344 ნახვა

კიევისთვის სამხედრო დახმარების გაწევა ერთგვარ ლაკმუსის ტესტად იქცა ოლაფ შოლცისთვის, გაუძღვეს ევროპას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვან კრიზისში“ – წერს გამოცემა “The New York Times” გუშინ, 25 სექტემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში.

ნიუ-იორკი – გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მივიდა ზუსტად იმ წერტილამდე, როდესაც მას ჰკითხეს, რატომ არ გაგზავნის მისი ქვეყანა საბრძოლო ტანკებს უკრაინაში: ეს არის “ძალიან საშიში ომი”, თქვა მან.

უკრაინას ბოლო დროს აქვს მიღწევები რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც მის ქვეყანაში თებერვალში შეიჭრა, უკრაინა დასავლეთს სთხოვს გაძლიერებას. მაგრამ გერმანიამ უარი თქვა ამ დახმარების გაგზავნაზე.

”ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას,” – თქვა ბ-ნმა შოლცმა გასულ კვირას The New York Times-თან ერთსაათიან ინტერვიუში. „ჩვენ ამას ვაკეთებთ ისე, რომ ეს ომი არ გადაიზარდოს, რუსეთსა და ნატოს შორის სამხედრო დაპირისპირებაში, რადგან ეს ნამდვილი კატასტროფა იქნება.

ბ-ნი შოლცისთვის, სოციალ-დემოკრატისთვის, რომელმაც კანცლერის თანამდებობა ერთ წელზე ნაკლები ხნის წინ დაიკავა უკრაინა – რუსეთის კონფლიქტი ერთგვარ გამოცდად იქცა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კონტინენტის უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვანი კრიზისის დროს ის, თუ როგორ უწევს გერმანია უკრაინას სამხედრო დახმარებას, გახდა რაღაც ლაკმუსის გამოცდა მისი – და მისი ქვეყნისთვის – გამოცდა, ევროპის ლიდერობის უნარისა.

ბ-ნი შოლცი არ არის ერთადერთი, ვისაც აწუხებს ესკალაციის საშიშროება. მას შემდეგ, რაც გასულ კვირას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ ვ. პუტინმა გამოაცხადა თითქმის 300 000 რეზერვისტის მობილიზაცია და ნათელი გახდა მისი განზრახვა აღმოსავლეთ უკრაინის ნაწილების ანექსიის შესახებ, და აგრეთვე, რაც მან დაუფარავად დაიმუქრა ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებით, დაიწყო შეშფოთება რუსეთ-ნატოს პირდაპირი შეტაკების შესახებ. კიევის დასავლელ მხარდამჭერებს შორის დაიწყო შეშფოთება რუსეთ-ნატო-ს პირდაპირი შეტაკების შესახებ, რაც ართულებს ამ ორი მიზნის შეჯერებას ერთმანეთთან, ერთის მხრივ ასეთი დაპირისპირების თავიდან აცილებისა და მეორე მხრივ ბრძოლის ველზე უკრაინის მხარის გაძლიერების გაგრძელებას.

24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის პირველ დღეებში, ბატონმა შოლცმა, ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა, რომელსაც საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის მცირე გამოცდილება აქვს, ფართო აპლოდისმენტები მოიპოვა, როდესაც განაცხადა გადაიარაღების პროგრამის შესახებ, რომლის ღირებულება დაახლოებით 100 მილიარდი დოლარია და გააუქმა იარაღის ექსპორტის აკრძალვა. კონფლიქტური ზონებისკენ, ათწლეულების მანძილზე გერმანული პაციფიზმის გარღვევით.

ეს იყო რევოლუცია ქვეყანაში, ამჟამინდელი ევროპის უდიდეს დემოკრატიაში, რომლის ნაცისტური წარსული მას დიდი ხანია აიძულებდა სამხედრო ძალაში ინვესტირებას, რის გამოც ბ-ნი შოლცი არ ერიდებოდა კრედიტის მოთხოვნას.

„ჩვენ ეს შევცვალეთ და მას შემდეგ უკრაინელებს ძალიან ეფექტური იარაღის უზარმაზარი მასა მივაწოდეთ“, – თქვა მან. მისი თქმით, გერმანია “ნამდვილად ბევრს აკეთებს”.

ბატონმა შოლცმა, რა თქმა უნდა, გრძელი გზა გაიარა რუსეთის შემოჭრის წინა დღეს, როდესაც მისმა მთავრობამ უკრაინას 5000 ჩაფხუტი და საველე ჰოსპიტალი შესთავაზა. მაგრამ მას დასჭირდა თვეები და საპარლამენტო კენჭისყრის საფრთხეც დადგა, სანამ მძიმე იარაღის რაიმე ტიპის გადაზიდვას მოეწერებოდა ხელი.

ჯერჯერობით, ომიდან შვიდი თვის შემდეგ, ბერლინმა პირობა დადო 700 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გაწევის შესახებ, ანუ დაახლოებით 678 მილიონი აშშ დოლარის უკრაინას, მათ შორის თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების შესახებ. მან ასევე გაგზავნა მრავალი სარაკეტო დანადგარი, დახვეწილი არტილერია და ათობით საზენიტო იარაღი, რამაც ხელი შეუწყო უკრაინის განსაცვიფრებელ წინსვლას ბრძოლის ველზე, როდესაც ექვსი დღის განმავლობაში მისმა ძალებმა დაიბრუნეს მეტი ტერიტორია, ვიდრე რუსეთმა ექვს თვეში დაიპყრო.

მაგრამ ბატონმა შოლცმა უარი თქვა უკრაინას ლეოპარდის საბრძოლო ტანკებით ან მარდერის ქვეითი საბრძოლო მანქანებით მომარაგებაზე, რაც უკრაინის ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ მოითხოვეს. როდესაც ისინი თავდაცვითი პოზიციიდან სამხრეთში შეტევაზე გადადიან, უკრაინულ ძალებს სჭირდებათ ტანკები, რათა გაარღვიონ თავდაცვითი ხაზები და დაიბრუნონ მეტი ტერიტორია ზამთრის წინ და, როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ თქვა, „გაათავისუფლოს ხალხი და გადაარჩინოს ისინი გენოციდს“.

ბ-ნი შოლცის უარმა – რომელიც ეწინააღმდეგება ბევრის ნებას მის სამთავრობო კოალიციაშიც კი – მას ხმაურიანი და თითქმის ერთსულოვანი კრიტიკა მოუტანა გერმანიის აღმოსავლეთ ევროპის მეზობლებს შორის, განსაკუთრებით უკრაინაში. ფრონტის გასწვრივ მყოფი მეთაურები ამბობენ, რომ გერმანელების თავშეკავება საბრძოლო ტანკების მიწოდებაზე მიუთითებს პოლიტიკაზე, რომელიც მოლაპარაკებისკენ ისწრაფვის არსებულ საზღვრების ფარგლებში და არა უკრაინის წარმატებისკენ რუსების სრული განდევნის მიზნით.

„არც ერთი რაციონალური არგუმენტი იმის შესახებ, თუ რატომ არ შეიძლება ამ იარაღის მიწოდება, მხოლოდ აბსტრაქტული შიშები და გამართლებები“, – თქვა ცოტა ხნის წინ ბ-ნმა კულებამ Twitter-ზე. “რისი ეშინია ბერლინს, რისიც არ ეშინია კიევს?”

The Times-თან მიცემულ ინტერვიუში ამ კითხვაზე აქცენტირებისას ბატონი შოლცი გაბრაზდა.

”ხელმძღვანელობა არ ნიშნავს იმას, რომ აკეთებ იმას, რასაც ხალხი გთხოვს,” – თქვა მან. „ლიდერობა ნიშნავს სწორი გადაწყვეტილებების მიღებას და მოითხივს სიძლიერეს შენგან, და ეს სწორედ ის არის, რასაც მე ვაკეთებ. ”

„ჩვენ ვთანამშრომლობთ და ამას ჩვენს მოკავშირეებთან ერთად ვაკეთებთ, მარტო ჩვენ არასდროს ვაკეთებთ რაიმეს“, – დასძინა შოლცმა. ”და ეს არის გზა, რომლითაც ჩვენ ვრეაგირებთ ძალიან საშიშ ომზე.”

”აბსოლუტურად გონივრულია არასოდეს იმოქმედო მხოლოდ თვითნებურად,” – თქვა მან.

ინტერვიუში ბ-ნმა შოლცმა უარყო ნებისმიერი ვარაუდი იმის შესახებ, რომ შეერთებული შტატები შეიძლება მიესალმოს გერმანიის ნაბიჯს და ხელმძღვანელობას საბრძოლო ტანკების გაგზავნის საკითხში, რომელთა ტრანსპორტირება რთულია, განსაკუთრებით ოკეანის გავლით.

მაგრამ უკრაინის წარმატებული კონტრშეტევის შემდეგ, აშშ-ს საელჩომ ბერლინში, Twitter-ზე გამოაქვეყნა განცხადება, რასაც ბევრი ინტერპრეტირებდა, როგორც ფარულ მოწვევას გერმანიისთვის: „მოვუწოდებთ ყველა მოკავშირეს და პარტნიორს, რაც შეიძლება მეტი მხარდაჭერა გამოუცხადონ უკრაინას მის ბრძოლაში დემოკრატიული სუვერენიტეტისთვის“. დაწერა საელჩომ ტვიტერზე. ”გადაწყვეტილება დახმარების ტიპის შესახებ, საბოლოო ჯამში, თითოეულ ქვეყანას ეკისრება.”

ამ თვეში ბრძოლის ველზე უკრაინული ძალების მიღწევებმა მხოლოდ გააძლიერა ზეწოლა ბ-ნ შოლცზე, რომლის მთავრობაც სხვადასხვა დროს სხვადასხვა მიზეზს ასახელებდა ტანკების გაგზავნაზე უართან დაკავშირებით.

მას შემდეგ, რაც ბ-ნი შოლცის თავდაცვის მინისტრმა, ქრისტინ ლამბრეხტმა თქვა ამ თვეში, რომ გერმანიას ტანკები უნდა შეეკავებინა ნატოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ უკრაინის შეიარაღება უფრო მნიშვნელოვანია.

„უკრაინაში რუსეთის, არგამარჯვებისთვის, პრეზიდენტი პუტინის არგამარჯვების უზრუნველსაყოფად, ჩვენ ასევე ვზრდით საკუთარ უსაფრთხოებას და ვაძლიერებთ ალიანსს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

გერმანიაშიც კი, მოუთმენლობა ყალიბდება.

„მთელი ევროპა ელოდება გერმანიის პირველი ნაბიჯის გადადგმას“, – თქვა მარი-აგნეს სტრაკ-ზიმერმანმა, თავისუფალი დემოკრატების წევრმა, ბ-ნი შოლცის კოალიციური მთავრობის სამი პარტიიდან ერთ-ერთის და პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა.

ბ-ნი შოლცის სიფრთხილე ასევე თვალსაჩინო იყო ინტერვიუს დროს, როდესაც მას არ სურდა დეტალურად ჩამოეყალიბებინა საკუთარი ხედვა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება დასრულდეს ომი, ამჯობინებდასტუმრის ესსეს, პრეზიდენტ ბაიდენის ესეს ციტირებას, რომელიც The Times-მა მაისში გამოაქვეყნა.

ესეში ბ-ნმა ბაიდენმა მოიყვანა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის ციტირება, რომელიც იმ დროს ამბობდა, რომ საბოლოოდ ომი “მხოლოდ დიპლომატიის გზით დასრულდებოდა”. ბაიდენმა დაწერა, რომ დასავლეთი არ ესწრაფვოდა ომს ნატო-სა და რუსეთს შორის, მაგრამ სამხედრო მხარდაჭერა, რომელსაც ის უგზავნიდა უკრაინას, მიზნად ისახავდა მოამზადებინა და გააძლიერებინა კიევის მხარე, როცა დიპლომატიის დრო დადგებოდა.

”მე ძალიან ვაფასებდი იმას, რაც პრეზიდენტმა ბაიდენმა დაწერა The New York Times-ში,” – თქვა ბ-ნმა შოლცმა.

განცხადებამ, რომელიც ბატონმა პუტინმა გასულ კვირას გააკეთა, რომ იწვევდა დაახლოებით 300 000 რეზერვისტს და აგრძელებდა აღმოსავლეთ უკრაინის ნაწილის ანექსიას, აჩვენა, რომ ის “სასოწარკვეთილი იყო”, თქვა კანცლერმა და დასძინა, რომ ეს ასევე აჩვენებს, რომ პუტინი საკმარისად არ აფასებდა უკრაინის საპასუხო ბრძოლისუნარიანობას და დასავლეთის ერთიანობას კიევის მხარდაჭერაში.

„აშკარაა, რომ პუტინმა არ იცის როგორ გამოვიდეს აქედან“, – თქვა შოლცმა. აშკარაა, რომ ის ვერ მოიგებს ომს და რუსეთი ვერ მოიგებს ომს.

მაგრამ ის საერთოდ არ წარმოთქვამდა სიტყვას “გამარჯვება” და რომ აღარაფერი ვთქვათ მის განსაზღვრაზე.

Სურდა მას უკრაინის გამარჯვება? “რუსეთი ვერ გაიმარჯვებს”, ეს იყო მაქსიმუმი რისი გაჟღერებაც მან შეძლო.

რობოტული მანერების მქონე კანცლერისთვის, რომელმაც დიდი ხნის წინ მოიპოვა მეტსახელი “Scholz-o-mat”, იყო ემოციური მომენტები The Times-თან დაძაბული ინტერვიუს დროს, როდესაც ბ-ნი შოლცი რეაგირებდა ისეთ კითხვებზე, რომლებიც მას აწუხებდა. მან რამდენჯერმე გაკიცხა ჟურნალისტები ამის გამო.

კითხვაზე, თუ რატომ არ დახარჯავს გერმანია მთლიანი შიდა პროდუქტის 2 პროცენტს სამხედრო ხარჯებზე მომდევნო ორი წლის განმავლობაში, როგორც ამას ბ-ნმა შოლცმა თქვა, მან უპასუხა: ”ამ კითხვის დასმა არ არის სერიოზული, ძალიან გულწრფელი რომ ვიყო.”

გერმანიის კანცლერი არ არის ერთადერთი, ვინც ყოყმანობს უკრაინაში დახვეწილი იარაღის სისტემების გაგზავნაზე.

ბატონი ზელენსკის მოწოდებები ამერიკული შორ მანძილზე მართვადი რაკეტების შესახებ, ჯერჯერობით უპასუხოდ დარჩა.

მაგრამ ბატონი პუტინის ფარული მუქარამ გასულ კვირას ტაქტიკური ბირთვული თავდასხმის შესახებ, როდესაც ის ძალების გაძლიერებას აცხადებდა და ომის დასრულებას ჰპირდებოდა, ბერლინში რეზონანსი გამოიწვია.

”სამწუხაროდ, ბირთვული შანტაჟი, როგორც ჩანს, მუშაობს გერმანიაში,” – თქვა კლაუდია მაიორმა, ბერლინში გერმანიის საერთაშორისო და უსაფრთხოების საქმეთა ინსტიტუტის უსაფრთხოების პოლიტიკის ხელმძღვანელმა.

„თუ კანცლერს სერიოზულად სურს ხელმძღვანელობა, მას მოუწევს გამოავლინოს ინიციატივა და, დიახ, გადადგას ნაბიჯები“, – თქვა ქალბატონმა მაიორმა. “ბევრის კეთება და ლიდერობა ერთი და იგივე არ არის.”

თარგმნა სოფიო მეზვრიშვილმა
წყარო: https://nyti.ms/3SAGeKN

Facebook