გამოგვყევი სოციალურ ქსელებში

სიახლეები

ენერგოკრიზისის წინააღმდეგ ჩეხეთში ათასობით ადამიანი შეიკრიბა

solidaroba
322 ნახვა

ენერგოკრიზისის წინააღმდეგ ჩეხეთში ათასობით ადამიანი  შეიკრიბა

სტატიას ამ სახელწოდებით გამომცემლობა “The Guardian” აქვეყნებს

ჩეხეთის რესპუბლიკაში უკმაყოფილო შემოდგომაა, პრაღაში დაახლოებით 70,000 დემონსტრანტი შეიკრიბა, რათა გააპროტესტოს ენერგეტიკული გადასახადების ზრდა და მოითხოვოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შეწყვეტა.

ულტრამემარჯვენე და ექსტრემალური მემარცხენე ძალები გაერთიანდნენ მიტინგზე სახელწოდებით – “ჩეხეთის რესპუბლიკა უპირველესყოვლისა”,  რათა მოუწოდონ ხელისუფლებას დადოს მოსკოვთან ახალი შეთანხმება გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით და შეაჩეროს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, ხოლო მემარჯვენე-ცენტრისტულ მთავრობას მოუწოდებენ, გადადგეს  პრემიერ-მინისტრი – პეტრ ფიალა.

დემონსტრაცია ვაცლასის მოედანზე მიმდინარეობს – ვაცლასის მოედანი ისტორიულად მასობრივი უთანხმოების ადგილია ჩეხეთის დედაქალაქში. პრაღაში, როგორც ჩანს, გასულ დეკემბერში დასრულდა საშინაო პოლიტიკის შედარებით მშვიდი პერიოდი, მას შემდეგ რაც ფიალამ თანამდებობა დაიკავა.

მისი ხუთპარტიული კოალიცია პარასკევს პარლამენტის ნდობის გამოცხადების კენჭისყრას გადაურჩა, კენჭისყრა ოპოზიციის პროვოცირებული იყო, რომელიც მთავრობას ადანაშაულებს იმაში, რომ არ შეუძლია გაუმკლავდეს საწვავის შიდა გადასახადებს და ინფლაციის მაჩვენებელს, რომელიც  18%-მდე გაიზარდა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

აქცია ერთობლივად იყო ორგანიზებული  ულტრამემარჯვენე თავისუფლებისა და პირდაპირი დემოკრატიის პარტიის (SPD) და კომუნისტური პარტიის მიერ, რომელიც ოდესღაც მართავდა ყოფილ ჩეხოსლოვაკიას და მოწოდებული იყო სამხედრო ნეიტრალიტეტისკენ. მათგან ხშირად ისმოდა ჩივილები უკრაინელი ლტოლვილების ჩამოსვლის შესახებ. მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, დაახლოებით 400 000-ს უკრაინელს მიენიჭა რეზიდენტის სტატუსი ჩეხეთის რესპუბლიკაში.

თუმცა არაოპოზიციურმა ხმებმა გააჟღერეს ინფორმაცია ზამთრის ენერგეტიკული კრიზისის პოტენციურად დამღუპველი შედეგების შესახებ, რომლის განხილვასაც ფიალა  კანცლერთან – ოლაფ შოლცთან გეგმავს, როცა ის პრაღას ეწვევა.

იუსტიციის მინისტრმა – პაველ ბლაჟეკმა – პრემიერ-მინისტრის პარტიის წევრმა – გასულ კვირას გააჟღერა გაფრთხილება არეულობისა და მთავრობის დაცემის რისკის შესახებ გადაუდებელი გადაწყვეტის არარსებობის შემთხვევაში. „თუ ენერგეტიკული კრიზისი არ მოგვარდება, ამ ქვეყნის პოლიტიკურ სისტემას საფრთხე ემუქრება“, – განაცხადა მან.

„დღის წესრიგი საეჭვოდ მოგვაგონებს დონალდ ტრამპის დღის წესრიგს. როდესაც ვხედავთ, როგორ შეუძლია ამ კაცს საფრთხე შეუქმნას ისეთი ძველი და გამოცდილი დემოკრატიის არსს, როგორიც ამერიკულია, რა თქმა უნდა, ამ ყოველივემ არ უნდა დაგვტოვოს მშვიდად“ – განაცხადა ჩეხმა კომენტატორმა ბორის ცვეკმა, Britské Listy ვებსაიტზე.

Facebook